ნიკა ნორიელი - ფუნჯად დავიხმარ სიტყვებს

ფუნჯად დავიხმარ სიტყვებს...
დიდი ხნის გაჩენილ მუზებს გადავხატავ ფურცელზე...
მერე მოგაშორებ დარდებს და ტკივილებს
მძიმედ, რომ დაგაწვნენ გულზე.

ისევ მინდვრებიდან მოგიტან გვირილებს,
გვირგვინად დაგადგამ თავზე.
მერე შენს ნაჩუქარ, უნაზეს ღიმილებს
მუზეუმს გავუკეთებ თვალზე...

მერე დაგანახებ ბედნიერ ფრინველებს,
თავისუფლები დაქრიან ცაზე...
როცა სიცოცხლე უდარდოდ იმღერებს
ერთად ვისეირნებთ ზღვაზე.

ერთად გადავლახავთ უამრავ სიძნელეს.
შენთვის ვილოცებ ხატზე...
თუკი მუსიკოსი ჩვენთვის წაიმღერებს,
ისევ დავსხდებით ნავზე...

და შენ იფიქრებ ყოველთვის კარგზე,
მე კი, დაგაკრობ გვირილებს თმაზე...

Nika norieli - Funjad davixmar sityvebs

No comments:

Post a Comment