გრიგოლ აბაშიძე - ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით

ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით, 
ისინი ჩემი სისხლხორცებია... 
მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი, 
როცა შვილები იხოცებიან! 

მათ ნაცვლად სიკვდილს ვნატრობ ათასჯერ, 
ზეცა ჰქუხს, მიწას გააქვს ზანზარი...

ღმერთო, რა ცოდვის გამო დამსაჯე, 
ღმერთო, ამ დღეებს რად მომასწარი! 

Grigol abashidze - Oci wlis bichebs vacileb cremlit

No comments:

Post a Comment