ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,
თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი...
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს...
უკან დატივეს ძველი აწყური –
ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი...
ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,
არავინაა შენი მომრევი!
მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,
მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე...
სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,
ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი;
შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს..
Ana kalandadze - Aspindzas midis mefe erekle
მაგარია
ReplyDeleteკარგია
ReplyDeleteVau
ReplyDeleteImenq vau
ReplyDelete6 დ კლასი მე ვარ ამიკო
ReplyDeleteსაღონ
ReplyDeleteძაან კაია და ძაან ძნელი სიტყვებია 😍🖤❤️
ReplyDelete