ანა კალანდაძე - აჰა, მაცდური აქაც შემომყვა

აჰა, მაცდური აქაც შემომყვა,
დამიხვდა აქაც:
და მოზეიმე ჩამიქრა სული,
ყოველი გაქრა -
მზის ბრწყინვალებაც, ლაჟვარდებისკენ
ქერუბიმთ სწრაფვაც!
ყურში ჩამძახის საუფლო სიტყვებს
და... ელის პასუხს!
უფალო ჩემო,
ო, მეუფეო,
მოველ შენს სახლსა...
ამა ვნებისთვის?
გულამღვრეული
აქ შემოვსულვარ -
სასოებისთვის!

Ana kalandadze - Aha, macduri aqac shemomyva

No comments:

Post a Comment