ანა კალანდაძე - ბრწყინავენ ბორბოლიჭყები

ბრწყინავენ ბორბოლიჭყები
მოწმაოს თოვლისფერები.
მათ გულზე გადაივლიან
არაგვის ცივი ჩქერები.
ადი-ჩადიან ნისლები
ერთ ადგილს გაუჩერები...
ალბათ, წითელო ცირცელო,
რა ხშირად მომეჩვენები!

Ana kalandadze - Brwyinaven borbolichyebi

No comments:

Post a Comment