გრიგოლ აბაშიძე - ვინ მოგისაჯა სულ ჩრდილი

ვინ მოგისაჯა სულ ჩრდილი, ჩრდილი...
გზა ეკლიანი და უსასრულო?!
სულ ბეწვის ხიდზე როდემდის ივლი,
ყოფნა-არყოფნის ჯვარზე გაკრულო?!
რად ვერ ამაღლდი, სიკვდილს რომ სძლევდი,
სისხლით რომ რწყავდი
მთაბარს ველმინდორს?!
ბედუკუღმართი ეგ შენი ბედი
სულ ბეწვზე როგორ უნდა ეკიდოს?!

რად ვერ დათრგუნა უკუნი შუქმა,
როდემდის უნდა გვცდიდე იღბალო?!
მე დავიღალე და ღმერთმა ნუ ქნას,
შენც, საქართველოვ,
შენც დაიღალო!

Grigo abashidze - Vin mogisaja sul chrdili

No comments:

Post a Comment