ირაკლი აბაშიძე - შვილები

რას შემოაქვს ჩვენს ქალაქში სიცოცხლე?
რა ფიქრებს ატანს ზღვის ღელვას,
რა მოაქვს დასავლეთიდან ქარს?
ვინ უხმობს ჩვენთვის

სამყურების წვიმას-
კალაჰარის სიოსავით ნაოცნებარსა და სასურველს?
ვინ ჩააცმევს შთამომავლობას,
ვინ დააპურებს მათ ღირსებით და სინათლით?

დაისვენეთ ბავშვებო,
მოგთენთათ და დაგქანცათ პაპანაქება სიცხემ,
უფროსები აღარ მღერიან და
თავად თქვით ლექსები,

ლექსები მიყოლებით...
აქ ამ ტრამალებს ვერ ააყვავებთ,
ვერ გააოაზისებთ,
თქვენ დაიბადეთ ჯურღმულეთის ქვეყანაში

და თქვენი ცხოვრებაც იქნება, ჩვენსავით,
კუთა სარბიელი.
და მთელი ცხოვრება
სიზმრებიდან გადმობიჯებული სიმართლე შეგაშინებთ,

როგორც საკუთარი სხეულიდან,
საკუთარი ხელით ამოჭრილი გული.
ვინ არიან განწყობის კომპოზიტორები?
როგორია სიმაღლე ყველაზე დაბალი?

სად არის ჩვენი სულის სანახები და
სურვილი ფრენის - უმეტესი სიყვარულისა?
ვის შემოაქვს ჩვენს ქალაქში სიცოცხლე?

Irakli Abashidze -Shvilebi

No comments:

Post a Comment