მორის ფოცხიშვილი - სარკეში სარკე

შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია,
მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს,-
ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია,
მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.

შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი,
ასე თუ ისე,იგრძნობდი ბოლოს,
ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,
ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.

ალბათ სიმღერაც ბრდღვნა და ომია,
ვდგავარ შენს წინ და წარსულს ვიხსენებ,-
აქ მოსვენება მე არ მქონია,
ცხადია,ვერც იქ ვერ მოვისვენებ.

აქედან იქეთ,იქედან აქეთ,
მისვლა და მოსვლა,წამად თუ წუთად,-
მთვარეში მთვარე,სარკეში სარკე,
წვეთში წვეთი და სუნთქვაში სუნთქვა!

Moris Focxishvili - Sarkeshi Sarke

No comments:

Post a Comment