ვაჟა ფშაველა - გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ

გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ,
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.

მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით მოვედ
ამ სატიალოს მდინარეს.

მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არავინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქამს მის ზვირთი
როგორც შავადა ტრიალებს!...

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში,
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!...
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

Vaja Fshavela - Gamogmit Me Var, Gagma Shen

No comments:

Post a Comment