ვაჟა ფშაველა - წიწილა

ქორმა წიწილა წაიღო,
იძახდა ,,წიავ-წიავსა!”
წიწილის თეთრი ბუმბული
ველად გაჰქონდა ნიავსა...

ღვარი წავიდა სისხლისა,
წალეკა მთა და ვარია:
არაგვს გზა დაათმობინა
და გადათელა მტკვარია.

ისმოდა ბებრის ეზოში
კრუხის ქვითინი მწარია...
მოჰსვლოდნენ მოკეთეები:
კრუხნი, მამლები, ვარია,

ნათესაიბა კრუხისა,
მთელი იმისი გვარია.
ცრემლი იქცევა ქათმების
დიდი გლოვა და ზარია...
Vaja Fshavela - Wiwila

No comments:

Post a Comment