ტერენტი გრანელი - თოვლი

უკვე გათენდა დილა,
გაქრნენ წამები გლოვის.
ასეთი დღეა, თბილა
და სიმშვიდეა თოვლის.

ამარა ამდენი ცრემლი,
კმარა, არ მინდა მეტი.
მოდის ნუგეში ჩემი,
როგორც ცისფერი მტრედი

ახლა გამშორდი, წადი!
დღეა ამნაირ ქროლვის.
ისე იცვლება წამი,
როგორც თამაში თოვლის.

ცრემლია სიტყვის იქით,
მგონია ხვალაც მოთოვს.
ისევ ეცემა ფიფქი
ხეზე დარჩენილ ფოთოლს.

უკვე გათენდა დილა,
გაქრნენ წამები გლოვის.
ასეთი დღეა, თბილა
და სიმშვიდეა თოვლის.

Terenti Graneli - Tovli
ტერენტი გრანელი - თოვლი

No comments:

Post a Comment