მუხრან მაჭავარიანი - არა!

ტყუილა კი არ ატყორცნილან ამხელა ხენი!
თავ-პირს ტყუილა კი არ იმტვრევს ქვებზე ყვირილა!
ანდა, საწნახელს უტკბილესი ქვიშხურის წვენი.
ტყუილა კი არ წასკდომია სისხლად ცხვირიდან!

არა!
მე ამან საუკუნოდ აღმაფრთოვანა...
არგვეთის სივრცემ ჩამაწურა სულში ფირუზი...
გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი
და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის.

არა!
ტყუილა არ ჰყიოდა მამალი თურმე!
ვაშლებში თურმე თენდებოდა ტყუილა როდი!
ჭრიალ-ჭრიალიც არ გაჰქონდა ტყუილა ურმებს!
არც ყვირილაზე ქანაობდა ტყუილა ბონდი!

არა!
მე ამან საუკუნოდ აღმაფრთოვანა...
არგვეთის სივრცემ ჩამაწურა სულში ფირუზი...
გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი
და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის.

Muxran Machavariani - Ara!
მუხრან მაჭავარიანი - არა!

No comments:

Post a Comment