მუხრან მაჭავარიანი - "ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხობაში ხარ და..."

ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხობაში ხარ და
გესმის წყვეტილი ყმული მგლის, ზუზუნი ქართა.
ძვლებამდე ჰყინავს,- არის ზამთრის ღამე ქათქათა.
კრუტუნებს ცეცხლთან წამომჯდარი მცივანა კატა
და ოხრავს,
ოხრავს
შეჭირხლული ვერხვი ჭიშკართან.

ნედლი საკეცით უტრიალებ მხურვალე კეცებს.
საკეცე ხელში გიჭირავს და საკეცეს ეძებ.

ღონდები, რადგან თქვა ვიღაცა დროულმა გლეხმა:-
მოსალოდნელი არიო ლეღმა!

მთელი ქალაქი მისცემია აქ ჩემს ძაგებას,
გამაბოროტეს, როგორც სოფლის მთვარე ძაღლებმა.

შენც ყოველ თვეში გიზიდავენ მარღნი ცხელ ჭორებს,
თითქოს მე, შენი ვაჟიშვილი, უზომოდ ვლოთობ...
არ დამიღონდე,- ყოველივეს გამოვასწორებ,-
ვინც ვეტრფი ქვეყნად
მზეს წითელსა
და მწვანე ფოთოლს.

Muxran Machavariani - Vici: Shen, Albat, Axla Mchadis Cxobashi Xar Da
მუხრან მაჭავარიანი - ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხოვაში ხარ და

No comments:

Post a Comment