მუხრან მაჭავარიანი - "კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა"

კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,ხემ და პოეტმა იციან მარტო:
ქალი ქუჩაზე როცა გადარბის, -
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო:
ქალი წვიმაში რომ ილუმპება, -
რატომ იცინის უმისამართოდ.

Muxran Machavariani - Kacma Ar Icis, Icis Chadarma
'მუხრან მაჭავარიანი - კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა

No comments:

Post a Comment