მურმან ლებანიძე - როგორ გაბედე?!

როგორ გაბედე! -
დაუნდობლად მკაცრმა და ბასრმა
და უნამუსომ
გაგიელვა შენ ჩემზე აზრმა!

შეურაცხყოფას
შენგნით ჩემსას საზღვარი არ აქვს:
შენ შენი ადლით
გამზომე და სხვაც მიეც ტალახს...

ვარ გაკვირვებას!
როგორ?! კითხვით ტყე-ველს შევცქერი:
ნუთუ ცხოვრებით
საკუთარით მე ვერ შევძელი,

აღმეძრა შენში -
ლექსით, ბრძოლით, საქმით და წიგნით -
ჩემზე და კაცზე,
უმაღლესი აზრი და ფიქრი!

მაგრამ...
ეგ აზრი ლოკოკინას პაწია ტვინში
იშვა რაკიღა, -
ჩემგან წყენის არც კია ღირსი -

მე ვერ მამცირებს!
სიღარიბეს, სირეგვნეს ბეჩავს
და უნუგეშო
სიმარტივეს მეტყველებს შენსას!

Murman Lebanidze - Rogor Gabede?!
მურმან ლებანიძე - როგორ გაბედე?!

No comments:

Post a Comment