მურმან ლებანიძე - "საზიზღარია, ჩემო ალექსი"

საზიზღარია, ჩემო ალექსი,
უგულისძგერო, ვითომ ღრმა ლექსი!
ნახელოსნევი და ნაწვალები -
ტვინით ნაჭყლეტი ჩალა ბწკარები!

მე მიყვარს ლექსი, - შიგ გულში გგლიჯო, -
გამოვარდნილი, როგორც ზვიგენი,
რომელიც ყვირის: - მაცადე, ბიჭო,
მე თვითონ ვიცი - გზა გავიგენი!

Murman Lebanidze - Sazizgaria, Chemo Aleqsi
მურმან ლებანიძე - საზიზღარია, ჩემო ალექსი

No comments:

Post a Comment