შოთა ნიშნიანიძე - "ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ"

ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ,
პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს,
"კაცო, ნუ ხარო უმადური, - ათასჯერ უთქვამთ,
ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო".

ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე,
ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში,
მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს:
"ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი".

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.

Shota Nishnianidze - Tragikosia Da Klounad Gamohyavt Mudam
შოთა ნიშნიანიძე - ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ

No comments:

Post a Comment