მურმან ლებანიძე - "ვით შეიძლება ხომალდმა ჩვენმა"

ვით შეიძლება ხომალდმა ჩვენმა
ამ ქარიშხლებში ზღვები გაჰკვეთოს?!
ერმა და ბერმა, ერმა და ბერმა -
ყველამ თავისი საქმე აკეთოს!

გუთანს ჩაჰკიდოს მარჯვენა მხვნელმა,
ბელტი ბელტოს და ოფლი აღვენთოს;
სწავლულს გონმა, მშენებლის ხელმა
გადაშენების გზები ჩაკეტოს!

თავი აიღოს ხელმწიფემ ბრძენმა,
აწმყო-კორდიდან მყობადს გახედოს;
პოეტმა წრფელმა, პოეტმა ქველმა
გასაბედავი თვისი გაბედოს!..

მითვლილი ვიქნეთ ხმალჩაგებულად -
მომავლის რწმენით გული აღენთოს...
წყნარად, უსიტყვოდ, თავჩაღებულად
ყველამ თავისი საქმე აკეთოს

Murman Lebanidze - Vit Sheidzleba Xomaldma Chvenma
მურმან ლებანიძე - ვით შეიძლება ხომალდმა ჩვენმა

No comments:

Post a Comment