იბრძვი,
ყოველდღე იბრძვი,
გელის გულაღმა წოლა,
წვები, -
გეყრება მიწა, -
გრჩება მიწაზე შვილი...
რას წარმოადგენს ყოფა?!
სიხარულისთვის ბრძოლას!
სიხარულისთვის ბრძოლა -
მწუხარებაა ხშირი.
Muxran Machavariani - Ibrdzvi
მუხრან მაჭავარიანი - იბრძვი
No comments:
Post a Comment