ტერენტი გრანელი - უმიზნო ხეტიალი

"ეს შემოდგომა და ეს მინდორი
მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის.
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,
რადგან მიწაზე სული არ იცდის..

შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ზეცას მოვიარ,
წმინდაო ღმერთო რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია!

ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული,
სადღაც შიშია, ვიღაც ფითრდება.
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული
და ჩემ საფლავთან ის დაფიქრდება.

და ასე ფიქრი უფრო ძნელია,
როცა თვალები ნათელს უცდიან.
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა,
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა ბურუსია!"

Terenti Graneli - Umizno Xetiali
ტერენტი გრანელი - უმიზნო ხეტიალი

No comments:

Post a Comment