შოთა ნიშნიანიძე - ბარიერთან

ღირსებას იცავდა ფრაკიც და მუნდირიც -
დგებოდა ბარიერთან...
ვინც იყო მამაცი და არა უნდილი -
კვდებოდა ბარიერთან...

ღირსებას იცავდა დაშნა და დამბაჩა,
თოვლზე გაქცეული კვალი აჩაბაჩად...

II
რაც დადგა სიმართლე სიცრუის პირისპირ, -
ჯავრი არ მასვენებს ბარეორთა
და სეკუნდანტივით ჩამძახის სინდისი:
- ბ ა რ ი ე რ თ ა ნ!

ყალბო გვირგვინებო, დრო არი გავსწორდეთ,
ჯავრი არ მასვენებს კადნიერთა.
ჩემია, ჩემი,
პირველი გასროლა,
- ბ ა რ ი ე რ თ ა ნ!

სუფრებზე, კრებებზე მართავენ მასკარადს
და ხოტბით მრავალი გაგვიმადლიერდა.
კლოუნო,
თაღლითო,
წყეულო მასხარავ,
- ბ ა რ ი ე რ თ ა ნ!

ჩვენ იქნებ ბრძოლებში სხეულით მოვბერდით,
არავინ იფიქროთ, სული დაგვიბერდა.
ვდგებით ტრიბუნასთან
თუ დაზგა-მოლბერტთან,
ვ დ გ ე ბ ი თ    ბ ა რ ი ე რ თ ა ნ!

Shota Nishnianidze - Bariertan
შოთა ნიშნიანიძე - ბარიერთან

No comments:

Post a Comment