ტერენტი გრანელი - მწუხარე მელოდია

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო სახეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუააღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრთება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადვურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთქანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება გადვიქცევი ფიქრებად,
ლაბათ ბევრი იქნება იმედები ქარვასი.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.

Terenti Graneli - Mwuxare Melodia
ტერენტი გრანელი - მწუხარე მელოდია

No comments:

Post a Comment