მუხრან მაჭავარიანი - "თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე"

თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე,
ხანდახან მაინც, -
გზას თუ არ ეძებ,
თუ არ იფიქრე:
ვერ შევძლებ?
შევძლებ?
თუ არ გაივლე გულში, თუნ ერთხელ:
კეთილი, მაგრამ
ასი წლის შემდეგ,
შთამომავლობა რას იტყვის ჩემზე?!

საქმეა მაშინ წასული
არა მარტოკა შენი! -
ქვეყანაც დაღუპულია, - შენებრი თუა ბევრი!

Muxran Machavariani - Tu Ar Wagigo Ocnebam Gzebze
მუხრან მაჭავარიანი - თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე

No comments:

Post a Comment