მუხრან მაჭავარიანი - "სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან"

სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ;
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება...

Muxran Machavariani - Siyvarulistvis Arasodes Araa Gvian
მუხრან მაჭავარიანი - სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან

No comments:

Post a Comment