შოთა ქავთარაძე - დღეს არაფერი არ შეიცვლება

დღეს არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვია...
მაგრამ მე ვფიქრობ-
ხომ შეიძლება,
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.

ხომ შეიძლება, გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა კაცს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას.

ეს გაზაფხული შენით მიცვნია,
გზადაგზა მინდვრის ყვავილებს ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.

Shota Qavtaradze - Dges Araferi Ar Sheicvleba

No comments:

Post a Comment