მირზა გელოვანი - "მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა"

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

Mirza Gelovani - Miyvars Nabiji: Darxeuli Da Waramara

No comments:

Post a Comment