არმაზ ფერცელიძე - გაჩერებაზე

გაჩერებაზე დგახარ და ფიქრობ,
უბრალოდ ფიქრობ, რაღაცას ელი
დაიგვიანე გგონია თითქოს,
ლოდინში თითქოს ,გავიდა წელი.

რატომღაც გჯერა რომ წუთი წუთზე
რომ წუთი წუთზე საცაა მოვა,
თუმცა გავიდა საათი უკვე,
და იცი უკვე, რაღაცა მორჩა.

თუ შეგეცვალა ეს გაჩერება,
სხვა გაჩერება მოძებნო უნდა,
საბედისწეროდ მხარე გეშლება,
ან არ გეშლება, სადმე მოცურდა..

Armaz Fercelidze - Gacherebaze

No comments:

Post a Comment