ანა კალანდაძე - ლამის სახლში შემოიჭრას თუთა

ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.

ana kalandadze-lamis saxlshi shemoiwras tuta

No comments:

Post a Comment