მარიამ მაღლაკელიძე - მე...

არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
არც მოცარტობას ვიჩემებ დღეს
მუდამ მიტაცებდა შოპენის აკორდები,
მაგრამ მის ჰანგებსაც ვერ ვუძლებ დღეს.

ვიტყვი, რომ ვერასროს დავიპყრობ ევერესტს,
თუმცა კი ვეტრფოდი მე დიდად მთებს.
შევიგრძნობ ჩარკვიანს, მუსიკის აკორდებს
იცით? მე მაინც ვერ ვცურავ ზღვებს.

პრომეთედ, ამირანად ჯაჭვში გავები,
ყვავმაც კი დამცინა, მატირა მე.
შექსპირად გადვიქეცი, აზრებად დავიღვარე,
როცა მე წერასაც ვერ ვფლობდი ჯერ..

არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
გაიგეთ,სიმტკიცე სიმცირეს მძენს,
მახსოვს, მიყვარდა ჰანგებში ხეტიალი,
ლომის ბოკვრებთან არ ვზრდილვარ მე...

ოდესღაც გრანელმა სიჩუმე მიწოდა,
როცა ზღვის ტალღებში ვბღაოდი მე
ახლა მომიწოდებთ, ვიქცე ბარბაროსად
მე ვერ შევიცვლები, გაიგეთ , ვერ !

სიჩუმის ამბორში, შავ ნისლში გავგორდი
(კენ კიზის ბელადი მალავდა თმებს),
მოცარტის რექვიემში ტრაგიზმით გავოგნდი,
მინორულ პროცესიას ვერწყმოდი მეც...

იცით – კეისრობა ბრალდებად მომესაჯა?!
მე დღეს ეს ცხოვრება სიკვდილზე მდებს
თუ ვერ გამიცანი, თუ ვერ გაგიცანი,
გრანელთან სიჩუმეში მეძიეთ მე..

ზღვა უკვე მშვიდი არის...
გრძნობები დიდი არის...
კეისრის მუხლებთან,
დავობლდი
მე...

Mariam Maglakelidze

1 comment:

  1. ყველაზე მაგარი ლექსია <3

    ReplyDelete