ანა კალანდაძე - ბროწეულები

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...

ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

Ana kalandadze - Broweulebi

No comments:

Post a Comment