ანა კალანდაძე - ამ სოფლის იქით სხვა სოფელია...

ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია,
ამ გზების იქით
გზებია კიდევ.
ნუთუ საგზალი გამოგელია?
იქნებ მძიმეა
და ვეღარ ზიდე?

მე მოგცემ
თუკი გამოგელია,
წაგიღებ,
თუკი ვეღარა ზიდე,
ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია
ამ მთების იქით
მთებია კიდევ.

Ana kalandadze - Am soflis iqit sxva sofelia

1 comment:

  1. ეს არაა ანა კალანდაძის ლექსი , ხალხნი ნუ შეგყავთ შეცდომაში ! ეს ლექსი არჩილ სულაკაურს ეკუთვნის !

    ReplyDelete