ილია ჭავჭავაძე - პოეტი

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

Ilia Chavchavadze - Poeti

15 comments:

  1. მაგარი ლექსია

    ReplyDelete
  2. sg sg magari leqsia chempionatze gadi :mad:

    ReplyDelete
  3. au me qartulshi momces 5 leqsi erterti egaa da zogi magxela zogi didi da didad ar momewona ar gewyinot

    ReplyDelete
  4. ამ ლექსის შინარსი მინდოდა დამეხმარეთ რა

    ReplyDelete
  5. ამ ლექსის შინარსი მინდოდა დამეხმარეთ რა

    ReplyDelete
  6. მაგარია პროსტა სწავლა მეზარება -_- ვინც მე-7 პირველიდან ხართ დააკომეთ

    ReplyDelete