გიორგი ლეონიძე - ლეგენდა "ყივჩაღის პაემანი"

ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს,
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ არაგვზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე მიწურვილ იყო,
როცა ზაფხული რუსთაველისა
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა.

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე
შემოვამტვერე გზები ტრიალი
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი

მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი ყივჩარად
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი
თავი შუაზე გადამიჩეხა.

მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას
ვეღარა ვხედავ სისხლით ვიცლები
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები

მოდი გეძახი ათასწლის შემდეგ
დამლახვროს ელვამ შენის ტანისა
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.

Giorgi leonidze - Legenda ''Yivchagis Paemani"

4 comments:

  1. ეს რომ ასათიანის არ არი ??????????????

    ReplyDelete
  2. მაგარიააააა :D

    ReplyDelete
  3. ეს ა არის ასათიანის ლეონიძის არის ძლივს ვიპოვე ეგ ლექსი სკოლაში მჭირდებოდა

    ReplyDelete
  4. მაგარია :D

    ReplyDelete