ანა კალანდაძე - ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად

ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად,
ვაი, ქებათა, რასაც თქვენ სცრიდით,
ხატთა მათ, რომელთ ჩვეული რიდით
და სასოებით
უყრიდით მუხლსა!
თურმე… ღალატის ყვავილებს შლიდით,
„რაინდნო“, – წმიდათწმიდასა ყიდდით,
გულსავსეობდით ცარიელ გულსა!
სატანის ხატად
სახეს იცვლიდით!
თქვენგან დასაცველს…
ვაი, სიწმინდეს!

Ana Kalandadze - Vai, Siwmindes Shelaxuls Didad

3 comments:

  1. ჰეი ანა რატომ გგონია შენი თავი მაგარიი ?

    ReplyDelete
    Replies
    1. ნეტა შენ იყო მასავით ჭკვიანი და ბუმბერაზი და აი მერეწ ილაპარაკე სხვაზე

      Delete
    2. "ჰეი ანა"....... - კარგია სახელი რომ ქართული არ გქვია, ამ რეპლიკას ქართველი არ დაწერდა...

      Delete