ტერენტი გრანელი - "გაქრება ისევ სიზმარი ღამის"

გაქრება ისევ სიზმარი ღამის
და გაგრძელება ჩემი ობლობა.
უფრო კარგია ასეთი წამი,
უფრო კარგია უმეგობრობა.
                                     
საშინელია ჩემი წარსული
და უცნაური - ჩემი აზრები.
მე მივალ ასე თმაგაპარსული
და ისევ მალე გავლამაზდები.

სადღაც დაისვა შავი წერტილი,
ამაღამ მთვარე გვიან ამოვა.
შევდივარ ბაღში გულდაწყვეტილი,
შევდივარ ბაღში და საღამოა.

Terenti Graneli - Gaqreba Isev Sizmari Gamis
ტერენტი გრანელი - გაქრება ისევ სიზმარი ღამის

No comments:

Post a Comment