გაქრება ისევ სიზმარი ღამის
და გაგრძელება ჩემი ობლობა.
უფრო კარგია ასეთი წამი,
უფრო კარგია უმეგობრობა.
საშინელია ჩემი წარსული
და უცნაური - ჩემი აზრები.
მე მივალ ასე თმაგაპარსული
და ისევ მალე გავლამაზდები.
სადღაც დაისვა შავი წერტილი,
ამაღამ მთვარე გვიან ამოვა.
შევდივარ ბაღში გულდაწყვეტილი,
შევდივარ
ბაღში და საღამოა.Terenti Graneli - Gaqreba Isev Sizmari Gamis
ტერენტი გრანელი - გაქრება ისევ სიზმარი ღამის
No comments:
Post a Comment