ტერენტი გრანელი - "ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი"

ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი,
ჩამოეშვა მოგონების ფარდა.
და, ძვირფასო, მე რა მინდა მეტი
ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა.

შუადღეა და მივდივარ ასე,
არ ველოდი მე ამნაირ მოღლას.
მე ლექსები გამაფრენენ ცაზე,
მე ლექსების სიხარული მომკლავს.

Terenti Graneli - Var Aseti, Var Yoveltvis Kenti
ტერენტი გრანელი - ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი

No comments:

Post a Comment