მურმან ლებანიძე - "ლექსს ვინ არ წერს!"

ლექსს ვინ არ წერს!
შენც წერ, მეც ვწერ,
სული ლექსით გვიდგას!
მაგრამ ჩემგან ეს გახსოვდეს:
შაირ-სიტყვის სხვლაში
ის, რაც შესაძლებელია
ოთხ სტრიქონში ითქვას,
ყოვლად შეუძლებელია
კარგად ითქვას რვაში!

Murman Lebanidze - Leqss Vin Ar Wers!
მურმან ლებანიძე - ლექსს ვინ არ წერს!

No comments:

Post a Comment