მურმან ლებანიძე - არ მეშინია

არ მეშინია ვეფხის და ლომის,
ლომის ვაზირის, მგელის!
არ მეშინია კისერში მწვდომის
არც ჯიქის, სისხლის მსმელის!
არ მეშინია სიკვდილის, რომელს
კაცი ყოველი ელის…
ცოტა შიში მაქვს იუდად მძრომის -
მაშასადამე, მელის!

Murman Lebanidze - Ar Meshinia
მურმან ლებანიძე - არ მეშინია

No comments:

Post a Comment