ტერენტი გრანელი - "ახლა ღამეა, - სისხლის გაშრობა"

ახლა ღამეა, - სისხლის გაშრობა,
კვლავ გათენდება დღე ულმობელი.
მე მაგონდება ჩემი ბავშვობა
და წალენჯიხა - ჩემი სოფელი.
                              
ყოფნა მიწისთვის რა მიზანია,
ეს თეთრი ფიქრი ჩემთან მოფრინდა.
მე დები წერილს არ მიგზავნიან,
წერილს არ ველი ახლა სოფლიდან.

გადიღო წვიმამ, ო, როგორც ცხელა,
სულს მეგობარი ხშირად არ იცნობს.
და მინდა ისევ შევძულდე ყველას
და მინდა ყველამ რომ დამივიწყოს.

Terenti Graneli - Axla Gamea, - Sisxlis Gashroba
ტერენტი გრანელი - ახლა ღამეა, - სისხლის გაშრობა

No comments:

Post a Comment