კატისწვერა! ბუბა! შოდა-კედელა!
ყრყ ხეობა - ქალაქებს ვემალები...
მიყვარს სანდო, მიყვარს სათნო, კეთილი,
თავმდაბალი,
რიგითი მწვერვალები!
თავმდაბლობას სიბრძნე უდევს სარჩულად, -
(დიდს დიოგენს სცემიაო ძველმანები...), -
მიყვარს ბუბა! მიყვარს ბრძნულად, რაჭულად
თავმდაბალი,
რიგითი მწვერვალები!
არა მძლავრი, არა ამბიციური, -
თვალს რომ გთხრიან ზვიადი ელვარებით, -
მიყვარს სათნო, მიყვარს სახით მზიური,
თავმდაბალი,
რიგირთი მწვერვალები!
Murman Lebanidze - Katiswvera! Buba! Shoda-Kedela!
მურმან ლებანიძე - კატისწვერა! ბუბა! შოდა-კედელა!
No comments:
Post a Comment