სისხლისგან დაცლა,
გლახ-სიბერე და უსახსრობა,
მერმეთ კრწანისი, -
ის, რომელიც დასრულდა კრახით, -
აიძულებდა
ტახტის თვისის ეცნო დამხობა,
ჩაეგო ხმალი, -
მაგრამ ამას
ნუ ვიტყვით
ძრახვით!
ამხელა რუსეთს
რას მისცემსო ჩვენი დაპყრობა?! -
იმედოვნებდა
ერთმორწმუნე რუსეთის ხალხით,
ჰგონებდა ესრეთ
მომავლისკენ გზების გამხრობას,
გარსშემორტყმული
და დამხრჩვალი
მაჰმადის
ალყით...
და დიან დღენი, -
ცოლით, შვილით, კაცით თუ ბალღით, -
ორასი წელი
ვართ რუსეთთან
პატარა კახით!
Murman Lebanidze - Sisxlisgan Dacla...
მურმან ლებანიძე - სისხლისგან დაცლა...
No comments:
Post a Comment