მურმან ლებანიძე - "დიდებულად - წვიმს, დიდებულად - თოვს"

დიდებულად წვიმს, დიდებულად  - თოვს,
დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი ...
არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -
არ თქვა წუთისოფლის აუგი არასოდეს!

საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,
საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი,
ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით
და სხვა რომ იქნება - მკერდზე ყაყაჩოთი!

Murman Lebanidze - Didebulad - Wvims, Didebulad - Tovs
მურმან ლებანიძე - დიდებულად - წვიმს, დიდებულად - თოვს

No comments:

Post a Comment