ხალხში ვტრიალებ ჯარად,
თუ სადმე ვზივარ ქვაზე,
ვწუხ, შენზე ვფიქრობ მარად,
და არაფერზე სხვაზე!
მინდა ვიფიქრო ბევრზე -
ქალზე, წვიმაზე, ქარზე...
ვფიქრობ - შენზე და შენზე
და არაფერზე სხვაზე...
უცხო ქვეყნების კარად, -
ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე, -
მე შენზე ვფიქრობ მარად
და არაფერზე სხვაზე!
სიცოცხლე მიჩანს ჩალად,
ცრემლები მადგას თვალზე.
ვრჩები გაკრული მარად
შენი მონობის ჯვარზე!..
შრება წვნიანი ძვლები -
ხომ გაგვიდებენ მხარზე?!
- ჩვენ ვართ! - იტყვიან ძმები, -
აფსუს! ვერ იყო ჭკვაზე!
Murman Lebanidze - Xalxshi Vtrialeb Jarad
მურმან ლებანიძე - ხალხში ვტრიალებ ჯარად
No comments:
Post a Comment