თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ ქყენადა.
დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჟროდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!
Vaja Fshavela - Qalas
ვაჟა-ფშაველა - ქალას
No comments:
Post a Comment