მაგონდება სიყმაწვილე, -
ტკბილი, როგორც გოლეული.
კორბოული, ბორიული,
კაცი - ღვინომორეული.
ღამეული მატარებლის
დაკივლება შორეული.
ჩვენი დიდი კაკლის ჩერო, -
პაპაჩემი, - ცხონებული...
მაგონდება სიყმაწვილე, -
ტკბილი, როგორც გოლეული...
Muxran Machavariani - Magondeba Siymawvile
მუხრან მაჭავარიანი - მაგონდება სიყმაწვილე
No comments:
Post a Comment