გავიარეთ არგვეთი.
გავიარეთ გორისა.
- ჰაუ, ჰაუს! - ძახილი -
გაბრუნება ქორისა.
გავიარეთ არგვეთი.
გავიარეთ გორისა.
გაფრენილი მწყერივით
მიდიოდა შარაგზა.
მე ვამბობდი გზადაგზა
სულხან - საბას არაკსა.
გაფრენილი მწყერივით
მიდიოდა შარაგზა.
Muxran Machavariani - Gaviaret Argveti
მუხრან მაჭავარიანი - გავიარეთ არგვეთი
No comments:
Post a Comment