ზვიად რატიანი - "როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე"

როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე

Zviad Ratiani - Rogorc Fifqebi Sxdebian Totebze
ზვიად რატიანი - როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე

No comments:

Post a Comment