რადგანაც მამა,
სამზარეულოში,
გამოღებულ ფანჯარასთან იჯდა ხოლმე
და ეწეოდა –
არასოდესაღარიქნება.
სკამი კი!..
ძველი, ზურგიანი,
ისევ იდგება.
ყველაფერი ისევ იქნება,
მაგრამ
სამზარეულოს კარს რომ შეაღებ და
შიგ რომ შეხვალ,
იქარასდროსაღარიქნება,
ცოტაოდენითამბაქოსსუნი.
Besik Xaranauli - Cotaodenitambaqossuni
ბესიკ ხარანაული - ცოტაოდენითამბაქოსსუნი
No comments:
Post a Comment