მირზა გელოვანი - "შეხვედრისას ქარი ჰქროდა"

შეხვედრისას ქარი ჰქროდა,
მთვარე ვარსკვლავთ თითქოს თვლიდა,
ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა,
ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა.

ღამევ, ჩვენი შეხვედრისას,
იცინოდა ზეცის კარი,
მიგიგავდა ტანი ისარს,
მეც მშვილდივით აგეკარი.

Mirza Gelovani - Shexvedrisas Qari Hqroda
მირზა გელოვანი - შეხვედრისას ქარი ჰქროდა

No comments:

Post a Comment